,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 64 000 ლარი გამოიყო.
ადმინისტრაციული ერთეულის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შერჩეული შემდეგი პროექტები განხორციელდა: ცემენტობეტონის საფარის მოწყობა და გზის მოხრეშვის სამუშაოები – სოფელ ციზეთში; სავალი გზის მოხრეშვა და ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია – სოფელ საადანაიოში; ცხაურისა და გარე განათების მოწყობა – სოფელ პატარა ზანაში; შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – სოფელ შუა ხორშში.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში 62 პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულდა.




