მიწის ნაკვეთი, წალენჯიხის მერს ედავებოდნენ სახელმწიფო საკუთრება აღმოჩნდა – რა განცხადებას ავრცელებს გიორგი ხარჩილავა?

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ რეპორტაჟს დეზინფორმაციას უწოდებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აქვე დასძენს, რომ ვითარების გასარკვევად ის ამავე ტელევიზიის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვს.
“TV Imedi !
თქვენს დეზინფორმაციაზე:
თქვენს გადაცემაში ხსენებული მიწის ნაკვეთი 47.08.38.363 არის სახელმწიფო(არამუნიციპალურ)საკუთრებაში!
სახელმწიფო საკუთრებაში!
ამიტომ ,მის განკარგვას(იჯარა,უზურფრუქტი,გასხვისება)ახორციელებს”სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო”(და არა “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია”).
შესაბამისად,მუნიციპალიტეტის მერია(მერი) არ ახორციელებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რაიმე სახით გასხვისებას.
(ასევე) შესაბამისად თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი გახლავთ შეგნებილი დეზინფორმაცია და წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას წალენჯიხის ოპოზიციური მერის წინააღმდეგ,რადგან მისი რეფორმატორული საქმიანობა შემაშფოთებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის”,როგორც წარმატებული და მიზანმიმართული დემოკრატიული და დეცენტრალიზაციის მოდელის ჩამოყალიბებისა!
პ.ს:მოვითხოვ live ჩართვას” -აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს

წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს – რა თქვა გიორგი ხარჩილავამ


