სენაკი – ,,2021 წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი” გახდა

15 დეკემბერს, ქ. თბილისში, ,,საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ (GAEN) 2021 წლის პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, სენაკის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, ნონა ქადარია ესწრებოდნენ, გამომსვლელებმა – საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა, ნინო ბაბალაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ლინდია ქრისთმანმა და კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, მაია ავრამოვსკმა ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ისეთი სისტემის შემქნის ხელშეწყობაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის, განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
შემაჯამებელი ღონისძიება გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა. გამოვლენილ ნომინანტთა შორის, სენაკის მუნიციპალიტეტს – ,,2021 წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტის“ ტიტული მიენიჭა. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს დაარსდა და ის ამ ეტაპზე, 13 სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრს აერთიანებს. მათ შორისაა, სენაკის სათემო განათლების ცენტრი, რომელთანაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს.




