ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას; საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას; ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას; მისასვლელი გზების და სანიაღვრე არხების მოწყობას; ღობეების რეაბილიტაციას.
კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი. სამუშაოების ღირებულება 2 560 000 ლარს შეადგენს. კუნძულის სანაპიროს 2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდა სავარჯიშო ზონები-ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი , მოეწყო ვეტერანთა სახლი .
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული განახლება და მოწესრიგებული სივრცეები ქალაქს მეტ სიცოცხლეს სძენს .




