გიული ალასანია: ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, ამაში დარწმუნებული ვარ

„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, ამაში დარწმუნებული ვარ“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ის ამბობს, არ იცის, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რა შეცდომებზეა ლაპარაკი.
„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, ამაში დარწმუნებული ვარ. საკმარისად მაქვს განათლება მიღებული, ვიცი, ანალიზის უნარიც მაქვს, ეს იყო თავდადება, უზომო შრომა. არ ვიცი, რა შეცდომებზეა ლაპარაკი. ვიღაცამ თუ უკანონოდ სამსახური დაკარგა, ან რაღაც, შეიძლება, უფრო ქვედა დონეზე რაღაცა ხდებოდა, არა მგონია, ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო, ჩემს შვილს ყველაფერი კარგი უნდოდა ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მსგავსი სიახლეები

გიული ალასანია – ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში – ყველას მოვუწოდებ, მის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას

ლექსო არქანია: არ ვარ საზოგადოებისათვის საშიში, ვარ სრულიად ჯანმრთელი


