სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 380 380 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ჭაბურღილი და ჩატარდება დაქსელვითი სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით ეგიარზენის უბანში მცხოვრები 120 ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოებს შპს ,, ენერჯი ინვესტი-2009“ ასრულებს. ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში. წყალმომარაგების პრობლემა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დგას, რაც ეტაპობრივად ყველა სოფელში მოგვარდება.





