stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

მამუკა წოწერია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სოფელ ჯიხაშკარში შეხვდა

25.10.2021 / 25 ოქტომბერი 2021
მამუკა წოწერია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სოფელ ჯიხაშკარში შეხვდა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, წოწერია ამჯერად მოქალაქეებს სოფელ ჯიხაშკარში ხვდება და მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთან ერთად გამართულ შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოზარ სუბარი, ლადო კახაძე და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები მონაწილეობენ. მამუკა წოწერიას განმარტებით, ერთადერთი ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმები და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია აქვს სწორედ „ქართული ოცნებაა“.

„ჩვენ პროგრამული ხედვებით მივდივართ მოსახლეობის წინაშე. თითოეული სოფლის მიხედვით განსახორციელებელი დეტალური პროექტები და ოთხ წლიანი განვითარების გეგმა გვაქვს შემუშავებული. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვის პროექტებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. ხოლო რაც შეეხება განწყობას, იკვეთება ერთი გარემოება, რომ ამომრჩეველი თვლიდა საგრძნობ უპირატესობას „ქართული ოცნების“, მისი პროგრამული ხედვის. აქედან გამომდინარე გარკვეული ელექტორატი პასიურ მდგომარეობაში იყო, რომელიც მოახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას პირველი ტურის შედეგებზე, აქედან გამომდინარე ისინი თვითორგანიზებას ეწევიან, გვიდასტურებენ იქნებიან აქტიურები და მიიღებენ მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესურსი ჩვენი შედეგის გაზრდის არის ძალიან დიდი და ეს საშუალებას მოგვცემს დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურში“ – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.

„რამდენიმე დღეა დავდივართ ზუგდიდის სოფლებში, ქალაქში და განწყობა ყველგან არის ძალიან კარგი. გასაგებია, რომ პირველ ტურში მთელი რიგი ფაქტორები იყო რამაც განაპირობა, რომ პირველ ტურში არ დამთავრდა არჩევნები, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მეორე ტურში ქალაქშიც და სოფლებშიც გავიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, არამარტო ზუგდიდში არამედ იგივე მოხდება სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში, იგივე მოხდება ქუთაისში , თელავში და ყველგან სადაც მეორე ტურებია. დღეს კარგად ჩანს ხალხის განწყობები, ძალიან ბევრი ადამიანია რომლებისთვისაც მიუღებელია სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. უბრალოდ იმის გამო, რომ ისედაც დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში, ზოგი არ მივიდა არჩევნებში, ზოგი საერთოდ სხვა ქალაქში იყო და არ ჩათვალა საჭიროდ დაბრუნებულიყო, დღეს ყველა მზად არის, რომ ჩამოვიდეს და ხმა მისცეს ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრებში აქტიურად მონაწიელეობენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად ჯიხაშკარში ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრები მოსახლეობას კარდაკარ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად ხვდებიან.

„ჯიხაშკარში ვართ, შემოვივლით ამ არაჩვეულებრივ სოფელს და ძალიან კარგი განწყობაა, კეთილგანწყობაა კანდიდატის მიმართ. ჩვენ უნდა მივიდეთ 30 ოქტომბერს და გავაკეთოთ არჩევანი და სწორი არჩევანი უნდა იყოს ეს. ეს არჩევანი უნდა უკავშირდებოდეს განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენ ეკონომიკის წინსვლას და არა უკან ნაბიჯს და ამიტომ ყველას მოვუწოდებ 30 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს მამუკა წოწერიას, იმისათვის რომ გაიმარჯვოს ზუგდიდმა, გაიმარჯვოს იმ პროექტებმა, რომელიც დაწყებულია ამ მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრმა ზურა ხაჩიძემ.

წინა პოსტი

ანსამბლი “შავნაბადა“ რუხის ციხეზე კონცერტს გამართავს

შემდეგი პოსტი

ირაკლი ჩიქოვანი და მიხეილ ყაველაშვილი სოფელ რუხში მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდებიან

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მამუკა წოწერია მოსახლეობას სოფელ კახათში შეხვდა

მამუკა წოწერია მოსახლეობას სოფელ კახათში შეხვდა

მამუკა წოწერია სოფელ ჭაქვინჯში მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა

მამუკა წოწერია სოფელ ჭაქვინჯში მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა

მამუკა წოწერია ანაკლიაში მოსახლეობას დგებუაძის და გამსახურდიას ქუჩებზე შეხვდა

მამუკა წოწერია ანაკლიაში მოსახლეობას დგებუაძის და გამსახურდიას ქუჩებზე შეხვდა