,,გოროზია ცოტაც ავიტანოთ” – რა უთხრა დახურულ შეხვედრაზე მინაშვილმა ახალაიების ფრთას

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში შიდა დაპირისპირება ღვივდება. ყოფილი ძალოვანი ნაციონალური მოძრაობიდან გვიყვება, რომ ამჯერად დაპირისპირების მიზეზი 27 ოქტომბერს ენმ-ის მიერ ზუგდიდში დაგეგმილი აქციაა.
მხარის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია აქციის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ 3000 კაციან აქციას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება რისი შესაძლებლობაც პარტის არ აქვს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით გოროზია, მიიჩნევს, რომ თანხის მოძიებიების შემთხვევაშიც ფული აქციაზე კი არა არჩევნების დღეს უნდა დახარჯონ.
გოროზიასგან განსხვავებით აქციის მომხრეა აკო მინაშვილი და ახალაიების ფრთა. აკო მინაშვილმა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით გუშინ გამართულ შეხვედრაზე ახალაიების გუნდის წარმომადგენელ ყოფილ ძალოვნებს უთხრა, რომ გოროზია ცოტა ხნით არჩევნებამდე აიტანონო, შემდეგ კი მას სამეგრელოს არავინ გააკარებს.
,,მინაშვილმა გვთხოვა, აიტანეთ არჩევნებამდე გოროზია, მალე ბაჩოც გამოვა და როგორი მიჩმორებულიც ყავდა ახალაიებს, ეგეთივედ დარჩებაო. მინაშვილი გვპირდება, რომ აქცია ჩატარდება და სამზადისიც დაწყებული გვაქვს. გოროზიას ახალაის ხალხი ვერ ვიტანთ რადგან ყოველთვის ებრძოდა ახალაიებს” – გვიყვება წყარო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.




