მოქალაქეები ანზორ მელიაზე: მის კლინიკში ჰიპოკრატეს ფიცზე წარმოდგენა არ აქვთ

,,მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ ანზორ მელიასა და მისი კლინიკა ,,გულის“ ზუგდიდის ფილიალს მიეძღვნა, მოაქალაქეების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
ადგილობრივები ანზორ მელიას კლინიკა ,,გულს“ უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც თანხის არქონის გამო ავადმყოფებს გამოკვლევებზე უარს ეუბნებიან.
,,ჩემი საცოდავი დის თვალები გამახსენდა , როგორი იმედით მიდიოდა ამ კლინიკაში, მერე კი სასოწარკვეთა, გარკვეული თანხის არქონის გამო, გამოკვლევებზე რომ უარი უთხრეს.
ჭითაწყარში მიბრძანდითო და ცივად გამოუხურეს კარები. არასოდეს დამავიწყდება მისი უიმედო მზერა და შიში. ვიღაცას ეტყობა უფრო გაუმართლა და არ ქონდა ფულის პრობლემა, თორემ მერწმუნეთ ასეთი გულისამაჩუყებელი არ გამოვიდოდა ეს სიუჟეტი სამწუხაროდ“- წერს ერთ-ერთი მოქალაქე თამარ არჩვაძე.
თანხის უქონლობის გამო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტსაც.
,,ამ ქუჩაზე როცა მიწევს ჩავლა, ამ კლინიკისკენ არც კი ვიხედები იმდენად ცუდი მოგონება მაკავშირებს მასთან. ოკუპირებული აფხაზეთიდან, სოფელ ნაბაკევიდან, მდინარე ენგურზე გადმოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც მწვავე გულის შეტევა ჰქონდა. საცოდავი ერმინე ძაძუა, მართლაც უკარგესი ადამიანი, ამ კლინიკაში მოიყვანეს ახლობლებმა. იქით ხალხს ფული ხელზე არა აქვს, თხილის იმედად არიან, გავყიდი და ყველაფერს დავფარავო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ზედაც არ შეხედეს. კეთილ ადამიანებს რა დალევს, გააქანეს სხვა კლინიკაში და უმკურნალეს, მაგრამ აფხაზეთში დაბრუნებულს აქეთ გამოხედვაც არ უნდა, კოჩ მიჩქუდუ დო ვათანძარა ყოფენია-კაცი მეგონა და უნამუსო ყოფილაო. ხელისგულზე სატარებელ ხალხს, რომლებიც თავიანთი იქ ყოფნით გვინარჩუნებენ აფხაზეთს ასე არ უნდა ვაწბილებდეთ“ – წერს ვასო ქირია.
„მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს მოქალაქეები წინასაარჩევნოდ მომზადებულად თვლიან, რომლის მიზანსაც ანზორ მელიას დადებითი კუთხით წარმოჩენა წარმოადგენს და აღნიშნავენ, რომ მის კლინიკაში უანგაროდ არაფერი კეთდება და იქ ჰიპოკრატეს ფიცზე წარმოდგენა არ აქვთ.
დათო გვალია:
„მესმის, რომ წინასაარჩევნოდ ამზადებენ ამ სიუჟეტს, შეკვეთილია და აქ მხოლოდ დადებითი კუთხით უნდა წარმოაჩინონ ეს ადამიანი, კეთილი, მშობლის ხსოვნის პატივმცემელი, უანგაროდ სიკეთის მკეთებელი და ა. შ. მაგრამ უანგაროდ აქ არაფერი კეთდება, ეს არის კლინიკა სადაც ფულის გარეშე სიკვდილის პირას მყოფ ადამიანსაც უკან მოაბრუნებენ. გაიხსენონ დუშა ჩემიას ისტორია, როგორ ძაღლადაც არ ჩააგდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ხელზე არ ქონდა ძვირადღირებული პროცედურისთვის საჭირო თანხა. ამ კლინიკისა და მისი მესვეურების დევიზია, ჯერ ფული, მერე მკურნალობა. ჰიპოკრატეს ფიცი ამათ წაკითხულიც არა აქვთ.“
მაისურაძე თაკო:
,,ფული არ ქონდა არასოდეს , სულ ვალით გაუკეთებია ყველაფერი , ყველამ კარგად ვიცით რა ნაძირალა ხართ!“
ლუკა ღურწკაია:
,,ეს ის კლინიკა სადაც თეთრებია გამო კონსულტაცია არ ჩაატარეს! ეს ის კლინიკა სადაც ბავშობაში მიმიყვანეს გული მტკივა მეთქი ამან გული რაიცისო გული არ ტკივაო და ვაბშე სხვა წამლებს მასმევდნენ სანამ თბილისში არ წავედი!!“
ნათია ესართია:
„ხალხის გატყავების მეტი არაფერი გიკეთებიათ, ერთხელ მომიწია ახლობელს გავყოლოდი თქვენთან, თან შეტევით მიგვყავდა პაციენტი, სანამ ჩეკი არ წარვადგინეთ ექიმმა ზედაც არ შემოგვხედა და თან ყველა სიკეთესთან ერთად თქვენს კლინიკაში არასწორი დიაგნოზი დაგვისვეს, ახალგაზრდა მამაკაცს სტენდირებას უკეთებდით, რომელიც არ სჭირდებოდა.“
ნონა ქვარცხავა:
„ვინ არიცის აქ რა ხდება, რომელმა ზუგდიდელმა, ხალხის გატყავებაზე ხართ, ხელში ფული თუ არ გიჭირავს კარებს იქით ვერც მოხვდები! მე პირადად გამატყავეთ და ბოლოს კარიც მომიხურეთ!!! ყველაზე საშინელი ფასები და მომსახურეობა მთელს ზუგდიდში!!! ოდესმე ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის რამე შეღავათი გაგიწევიათ??? სამარცხვინოა ეს!“
ანა მდივანი:
„პარტიული აქტივისტების მიერ ჩამოწიკწიკებული კომენტარები, წინასაარჩევნოდ შეკვეთილ სიუჟეტზე. რეალობა კი სულ სხვაა და არც თქვენი ანზორ მელიაა ასეთი ბუნჩულა და საყვარელი. საკუთარი თანამშრომლებიც ვერ იტანენ და რომელიმე მათგანმა ანტინაცური იმპულსიც რომ გამოსცეს სამსახურიდან მიაბრძანებენ. მორიგე ექიმიც არ დაუტოვებიათ, ისე გაუყენეს თბილისის გზას სააქციოდ პერსონალი. ნუ პაციენტების მიმართ დამოკიდებულება ცალკე თემაა და ზუგდიდში საზოგადოდ ცნობილია, თუ არ გაქვს ფული არ უნდა წახვიდე „გულში“, რომ გტკივა იმაზე უფრო აგატკიებენ. კი ვწუხვარ კომენტარებში დისონანსის შეტანისთვის, არ არის ჩემი კომენტარი ფუმფულა და ვარდისფერი , მაგრამ ფაქტი ჯიუტია!!!“
ასმათ წიწავა:
„გაგიმარჯოთ თქვენი სიმართლით და გულწრფელობით. მის კლინიკაში ზუგდიდელი ავადმყოფი არაერთი გამოაბრუნეს, რაიონიდან ჩამოსულებს არ ვემსახურებითო, ზოგიერთს გონია ახლა კარებს ფართოდ გაუღებენ.“
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

საბერიოდან გადმოყვანილ ოჯახს კორონავირუსის ნიშნები არ აქვთ


