ბექა ვაჭარაძე : ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ფოთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან ოლეგ ნაჭყებიასთან, ნიკოლოზ იზორიასთან და სანდრო ქუშაშვილთან ერთად ნიკოლაძის, გორგასლის და ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი ნდობა, თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ.
ჩვენი საზრუნავი საერთო საქმეა – მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება. ჩემი და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საბინაო პრობლემების მოგვარება – დაზიანებული სახურავების აღდგენა, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განვახორციელებთ.
ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენს ქალაქს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ”- განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

ბექა ვაჭარაძე: „ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია“


