„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში მიმდინარეობს ფასადების რეაბილიტაცია

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში მიმდინარეობს ფასადების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება ქალაქ წალენჯიხაში-თამარ მეფის, გამსახურდიას, ინტერნატის, კვარაცხელიას, მაიაკოვსკის, სალიას,ტაბიძისა და ჭურღულიას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები,მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.
ქალაქ ჯვარში -ანდრია პირველწოდებულისა და რუსთაველის ქუჩებზე არსებული შენობა-ნაგებობები,მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
ეტაპობრივად წარმოგიდგენთ მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას. ახლა კი წარმოგიდგენთ გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს.





