წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობა ყოველდღიურად იცრება. მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.
სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ამცრელ კაბინეტებში, აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება. ლიის საექიმო ამბულატორიაში ამ ეტაპზე 205-ადამიანია აცრილი. ლიის საექიმო ამბულატორიაში იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ცოტნე შონია, რომელიც ადგილზე გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობას.
“გავიკეთოთ ვაქცინა და დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები ვირუსისგან”. აცრების ჩატარება სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით,შესაძლებელია ასევე შემდეგ კლინიკებში : ● რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო – (მისამართი, ზუგდიდი, სოფელი რუხი) ● ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – (მის: გამსახურდიას №206) ● ზუგდიდის ევექსის პოლიკლინიკა – (მის: კოსტავას №1) ● ფოთის ევექსის პოლიკლინიკა – (მის: კ. გამსახურდიას №6) ● ფოთი – „ლაზიკამედი” – (მის: ჭანტურიძის №6) ● ფოთი – ,,ბომონდი“ – (მის: ვატაევის №3) ● სენაკის ამბულატორიულ/პოლიკლინიკური გაერთიანება – (მის: რუსთაველის №114) ● ხობის ევექსის კლინიკა – (მის: ჭყონდიდელის №2) ● მარტვილის ევექსის კლინიკა – (მის: მშვიდობის ქუჩა 111) ● ჩხოროწყუს ევექსის კლინიკა – (მის: აღმაშენებლის №19) ● წალენჯიხის ევექსის კლინიკა – (მის: ჭურღულიას №6) ● მესტიის ამბულატორიული გაერთიანება – (მის: ილია გაბლიანის №13) ● აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრი შპს „შანი”- (მის: ვარლამ ჩიქოვანის ქუჩა №14) რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი – https://booking.moh.gov.ge COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22 ან და 144 – 3 #stopcovid




