„მობილური იუსტიციის სახლი“-ს საპილოტე რეჟიმით დღეს სოფელ ცაიშში ისარგებლეს

იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი – „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშს ესტუმრა. სამინისტროს ახალი მომსახურებით ადგილობრივებმა ისარგებლეს.
იუსტიციის სახლის სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნდი სოფელ ცაიშში კოვიდ ბარათი აღმოჩნდა. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით ადგილობრივებმა ბარათები სოფლიდან გაუსვლელად მიიღეს.
ცნობისთვის, საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5 ,, მობილური იუსტიციის სახლი“ 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი, პროექტი საქართველოს ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს. „ მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით კი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება.







