„მოღალატე მელიები და წითლიძე რა არჩევნებსაც მიიღებენ ამას ყველა იხილავს“ – ფატი შენგელია ნაციონალების ლიდერებს ემუქრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად დაყოფილ პარტიაში არსებული დაპირისპირება უკვე ღიად სოციალურ მედიაშიც შესამჩნევია. ზუგდიდში ჯგუფებს შორის დაპირისპირების დროს მელიას ფლანგი დაწინაურდა, რასაც მიხეილ სააკაშვილის ერთგული თანამებრძოლის ანაკლიის მოქმედი მაჟორიტარის დათა შელიას თამაშგარე ვითარებაში დატოვება მოჰყვა.
დათა შელიას ფაქტორი ბევრისთვის წყალგამყოფი გახდა, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის ამჟამინდელ ლიდერებზე, შელიას განაწყენების გამო ღიად გამოხატავენ ნეგატიურ განწყობას ენმ-ის აქტიური წევრები ანაკლიდან. „ჩვენ უნდა ვანახოთ, ვინ ვართ, ვიყავით თუ არა ანგარიშგასაწევი ხალხი“ წერს ანაკლიელი ეკა გვილია, რომელიც პარტიის აქტიური წევრია და ენმ-ის მიერ ორგანიზებული ყველა აქციის მონაწილეა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ ლიდერებს ღიად უპირისპირდება ამავე პარტიის დაარსებიდან მისი აქტიური წევრი ფატი შენგელია, რომლის მეუღლეც ასევე პარტიის აქტიური წევრი ირაკლი გაწერელია გასულ წელს ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქციაზე დასწრების შემდეგ, უკანა გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ფატი შენგელია სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს: „ქოცები და ივანიშვილი კარგა ხანია მაგ მოღალატე მელიებზე, წითლიძეზე, ბასილაიებზე დგანან… მაგ მიშას მოძულეებს რა უნდათ მიშას პარტიაში??? 20 სექტემბრამდე ვაცლი, მიშა ჩამოსვლას დაგვპირდა ამიტომაც ველოდები.. თუ არა და რა არჩევნებსაც მიიღებენ ამას ყველა იხილავს… იკა მიწაში და ესენი სკამებს იყოფენ??? ყველას ერთად გავისტუმრებ იქ სადაც საჭიროა… სიყვარულსა და სიმართლეს რა თავგანწირვა შეუძლია ამას მსოფლიოს დავანახებ…“
ფატი შენგელია ენმ-ის ამჟამინდელ ლიდერებს მანამდეც დაუპირისპირდა, მან ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ახალ თავმჯდომარეს თეიმურაზ ბასილაიას წითელი საღებავი საკრებულოს სხდომაზევე შეასხა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ვრცელდებოდა ვითომ ჩემი განცხადება, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით – როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაც ახერხებს ასე სპეკულირებას, ეს გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს


