ბრძოლა პირველობისთვის – ვინ ვერ მოხვდა “გამსვლელ” ათეულში?

პოლიტიკურმა პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდის საარჩევნო სია უკვე დაამტკიცა და ცესკოსაც წარუდგენს. როგორც ვიგებთ, პოლიტიკური გუნდი სამეგრელოს შუაგულში მერობის კანდიდატს გეგა შენგელაიას და სიის საპატიო ათეულს, მაჟორიტარებთან ერთად ამჯერად ზუგდიდელ ამომრჩეველს წარუდგენს.
როგორც STV NEWS-მა საკუთარი წყაროების მეშვეობით გაარკვია, “ევექსიდან” წამოსული რეფერალური ჰოსპიტლის უკვე ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ჭეჟია ათეულში ვერც ერთ ადგილს ვერ დაიკავებს. მეტიც, მას წილად მხოლოდ სოფელ ინგირის მაჟორიტარობა ხვდა.
პარტიის პოლიტსაბჭოში დაფასებული და საოპატიო წევრი გიგა ფარულავა სიის შედგენის მომენტშიც დაფასდა. მას წილას საარჩევნო სიის პირველი ნომრობა ხვდა. მეორე ნომრად ასევე გადამდგარი გუბერნატორი მალხაზ თორია ჩაეწერა. სიის ათეულში არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან, მაგალითად დაგარგულია თამთა, თოდუა მაია და კიდევ, საკრებულოს წევრი დავით გახარია.




