stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ვინ არის მხედრიონელი თემურ გერგაია, რომელიც გახარიამ პარტიის ხობის შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა

16.08.2021 / 16 აგვისტო 2021
ვინ არის მხედრიონელი თემურ გერგაია, რომელიც გახარიამ პარტიის ხობის შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა

გიორგი გახარია, რომელიც სამეგრელოში ხალხს თავს ზვიად გამსახურდიას იდეების თანამოაზრედ და მის მიმდევრად აცნობს, ქმედებებით სულ სხვას ადასტურებს. გახარიას ახლადშექმნილი პარტიის ხობის ორგანიზაციაში შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად და ფოთისა და ხობის კოორდინატორად არც მეტი არც ნაკლები ყოფილი მხედრიონელი თემურ გერგაია წარადგინეს. თემურ გერგაიას ძმის შვილის ნინო გერგაიას მეუღლეს ბადრი ჯობავას კი ყოფილი პრემიერის პარტია ხობის მერობის კანდიდატად წარდგენას გეგმავს და ამის შესახებ უკვე უთხრეს პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებსაც.

თემურ გერგაია ჯაბა იოსელიანის გარემოცვის წევრია, ის 1992 წელს სამეგრელოში 40 კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომლის სახელთანაც არაერთი კრიმინალური ისტორია ასოცირდება. მოგვაინებით კი 1993-1997 წლებში ხობის გამგებელი იყო, მას ჯაბა იოსელიანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა.

1992 წელს თემურ გერგაიას დაჯგუფებამ, გერგაიასვე დავალებით სახლ-კარი გადაუწვა ხობის მაშინდელ პრეფექტს ნუგზარ ლატარიას.

გერგაიას უშუალო დავალებით 1992 წელს საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს ხობის ცნობილი ნევროპათოლოგი ეზოპე სიჭინავა. ის ზვიად გამსახურდიას აქტიური მომხრე იყო და მიტინგებზე ხშირად გამოდიოდა. მკვლელობის საქმეში უშუალოდ ფიგურირებს თემურ გერგაიას მარჯვენა ხელი და მისი ნათესავი გია გერგაია.

გერგაიების დაჯგუფებას კიდევ ერთი გახმაურებული კრიმინალური ისტორია უკავშირდება. 1992 წელს მათ დააყაჩაღეს ზვიად გამსახურდიას მინისტრთა კაბინეტის წევრის გურამ აბსანძის ოჯახი, სასტიკად სცემეს აბსანძის ძმა ზურაბ აბსანძე და გაიტაცეს მისი ავტომობილი. ამ ავტომანქანით მოგვიანებით ხობში გადაადგილდებოდა თემურ გერგაიას ახლობელი გია გერგაიია. გურამ აბსანძის ძმას ცემისგამ მიყენებული ტრამვების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.

გერგაიას დაჯგუფება ხობში თავს დაესხა ადგილობრივ თანდილა ბერაიას, ის გაძარცვის დროს ისე ცემეს რომ მიყენებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

გიორგი გახარიას პარტიის წევრის თემურ გერგაიას დაჯგუფებიდან 20 ადამიანი მონაწილეობდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის გადაწვაში, რომელსაც მაშინ დოდო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა. გერგაია მოგვიანებით დააკავეს და მას იარაღის უკანონოდ ტარება ედებოდა ბრალად, თუმცა მისთვის შევარდნაძის მთავრობას ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი არ მოუთხოვია.

გერგაია მოგვიანებით ნაციონალურმა მოძრაობამ 2006 წელს ხობის მერად დანიშნა. თუმცა ერთ წელიწადში 2007 წელს დასაჭერი შეემნა – პროკურატურა თემურ გერგაიას ცოტნე დადიანის მემორიალის მშენებლობისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისების განზრახვაში დაადანაშაულა. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მემორიალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში მითითებული თანხიდან, 60 984 ლარიდან თემურ გერგაიამ და არქიტექტორმა 19 331 ლარი მიითვისეს.

სწორედ ეს თემურ გერგაია უდგას სათავეში გიორგი გახარიას პარტიას ხობში და მისი ნათესავის მერობისთვის იბრძვის.

წინა პოსტი

მამუკა წოწერია: შეხვედრებს ვიყენებთ მთავარი გამოწვევის, პამდემიის თემატიკასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ.

შემდეგი პოსტი

საარჩევნოდ საკითხავი ბლოგი – ოჯახის როლი “ნაცების” ზუგდიდურ პოლიტიკაში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

“ლელომ” ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარის შტაბის ხელმძღვანელად “კანალიზაციის მუშა” დანიშნა

“ლელომ” ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარის შტაბის ხელმძღვანელად “კანალიზაციის მუშა” დანიშნა

ვინ არის სანდრა რულოვსის თანმხლები ლევან თორია? – ზონდერი, რომელიც 10 დღის წინ ჟურნალისტად გააფორმეს

ვინ არის სანდრა რულოვსის თანმხლები ლევან თორია? – ზონდერი, რომელიც 10 დღის წინ ჟურნალისტად გააფორმეს

ვინ არის ალექსანდრე მოწერელია და ვინ დაუჭირა მხარი სამეგრელოს გუბერნატორობაზე?

ვინ არის ალექსანდრე მოწერელია და ვინ დაუჭირა მხარი სამეგრელოს გუბერნატორობაზე?