ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა იწყება

ა(ა)იპ “თემი და გარემო” წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში იწყებს ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობას. პროექტი ხორციელდება ფონდი “მედიკორი'” -ს(ლიხტენშტეინი) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ორგანიზაცია მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან და არაერთი პროექტი ერთობლივად იქნა განხორციელებული. ჭალეს საექიმო ამბულატორიის მშენებლობა სექტემბრის თვეში დაიწყება.




