stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

კულტურა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

24.07.2021 / 24 ივლისი 2021
რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები გორისა და თელავის თეატრალური დასების სპექტაკლებით დასრულდა.

დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე ფლორიან ზელერის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – ,,ვაჟიშვილი“ წარდგა.

სპექტაკლის რეჟისურა დავით ჩხარტიშვილს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება – მერი ბეროშვილს და  დავით ჩხარტიშვილს, მხატვრობა – თამარ ჭავჭანიძეს.

სპექტაკლში მოთხრობილია ამბავი შვილებზე. ერთდროულად იყო შვილიც და მშობელიც, ნიშნავს უზრუნველყოფდე დროთა კავშირს, აერთიანებდე წარსულს და მომავალს, მონაწილეობდე სიცოცხლის მარადიულ წრებრუნვაში, თავს გრძნობდე ამ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილად და იღებდე თამაშის იმ წესებს, რომელიც არ დაგიდგენია და არც არავინ იცის, საიდან მოვიდა…

,,როცა ძალიან მოგენატრები…“ – ასე უწოდა დამდგმელმა რეჟისორმა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლს, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის დასმა წარადგინა.

სპექტაკლი სევდიანი კომედიაა. მასში მძიმე სოციალური პრობლემები, ქალზე ძალადობა, ნარკოდამოკიდებულება, აზარტული თამაშები,  მამა-შვილის ტრაგიზმამდე ასული ურთიერთობაა ასახული, რაც ოპტიმისტურად სრულდება, ანუ ,,ახალი ცხოვრების დასაწყებად“  ხდება ვითარების სიტუაციური და ფსიქო-ფიზიკური ,,რესტარტი“.

25 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში.

ფესტივალი, ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და წელს მასში მონაწილეობას ღებულობს 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, ქალაქ ფოთში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელია – ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია.

ფესტივალის მხარდამჭერებია სენაკის და მუნიციპალიტეტების მერიები.

წინა პოსტი

თეატრალური დღეები სენაკში

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, სენაკში, თოჯინურ სპექტაკლებს მიეძღვნა

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, სენაკში, თოჯინურ სპექტაკლებს მიეძღვნა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა

სენაკის მერმა რეგიონული თეატრების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სენაკის მერმა რეგიონული თეატრების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრა გამართა