“ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში“

პროექტი „ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში“ იწვევს ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, სენაკის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიდან.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაივლიან ონლაინ ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები; არჩევნები და დემოკრატია; ადვოკატირება; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები; საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოების სტანდარტი, ადმინისტრაციული რესურსის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა.
დაგეგმილია ონლაინ შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ლიდერებთან.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 25 ახალგაზრდა.
პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართება ქ. ზუგდიდში, 2021 წლის 31 აგვისტოს.
წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
პროექტი ხორციელდება, ,ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ (#GEOYOUTH2021) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია POLIS180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

მალხაზ თორიამ ,,CPMR“-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის და ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო


