stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

კულტურა

სენაკი მეშვიდე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

01.07.2021 / 1 ივლისი 2021
სენაკი მეშვიდე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

სენაკი, პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი ინტერვალის შემდეგ, დღეს, მეშვიდედ მასპინძლობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალს.

ქალაქის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ, ,,სენაკის არტ-ფესტივალი 2021’’, საყოველთაოდ ცნობილმა ვოკალურმა ჯგუფმა, ,,The Quintessence’’ გახსნა.

ქართული ჯაზ-სექსტეტი, რომელიც არსებობის 9 წლის მანძილზე, მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და პოლიფონიური ფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატი გახდა, ფესტივალის ფარგლებში, უკვე მეორედ ესტუმრა სენაკს.

ფესტივალის გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

7 წლის მანძილზე, სენაკის ფესტივალმა, საქართველოს მასშტაბით, ბევრი ნიჭიერი ნორჩი მუსიკოსი გამოავლინა; უმასპინძლა საყოველთაოდ ცნობილ მომღერლებს, მუსიკოსებსა და შემოქმედებით ჯგუფებს; თავი მოუყარა საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანებს: ნანი ბრეგვაძეს, ვაჟა აზარაშვილს, ანიტა რაჭველიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვიკა ჩაპლინსკაიას, მანუელა მარია გლოკს, ნატალია კაზიმიროვსკაიას, ირმა სოხაძეს, ნუკრი კაპანაძეს, ეკა მამალაძეს, ვოკალურ ჯგუფს ,,The Quintessence”, გიორგი ცაგარელს, ტარიელ სუარს, ია ფარულავას, გია ყანჩელის სახელობის სიმებიან კვარტეტს, ანსამბლ ,,ფორტეს’’, თათული ედიშერაშვილს, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს, ჩხოროწყუს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, დათო კენჭიაშვილს და ჭეშმარიტი ხელოვნების დღესასწაულად აქცია დღეები, რომელსაც  განსაკუთრებული სიხარულით ელიან მუსიკის მოყვარულები.

ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია – მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი.

,,სენაკის ფესტივალი 2021’’, 6 დღის მანძილზე, ვარსკვლავცვენითა და სიურპრიზებით სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის მაყურებელს, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, უმასპინძლებს სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეებს, გამოავლენს უნიჭიერესებს.

ფესტივალის მეორე დღე, ცნობილი შემსრულებლის, ნეკა სებისკვერაძის კონცერტს დაეთმობა.

სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალი, 6 მაისს, გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება.

წინა პოსტი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამეგრელოში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში კომბინატის უბანში, წუხელ გვიან ღამით კვების ობიექტი გაქურდეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ანაკლია IV საერთაშორისო კავკასიურ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

ანაკლია IV საერთაშორისო კავკასიურ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

13, 14 და 15 ივნისს მესტია ეთნო ფესტივალს მასპინძლობს

13, 14 და 15 ივნისს მესტია ეთნო ფესტივალს მასპინძლობს

წალენჯიხა ტრეზეგეს მასპინძლობს

წალენჯიხა ტრეზეგეს მასპინძლობს