სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი უკვე 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდეს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი უკვე 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და სააგენტოს დირექტორთან ერთად დავათვალიერეთ.
„სოფლად სახლის“ პროექტი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სახელმწიფომ საცხოვრებელი უკვე შეუსყიდა 5142 დევნილ ოჯახს, მათ შორის 2144-ს სამეგრელოს რეგიონში.






