ზუგდიდში მედიკოსებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

,,მადლობა მედიკოსებს” – ამ კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი კომბინატის საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
კონცერტი 18 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება და მასში კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვით პირველად დაგეგმილი კონცერტის მიზანი რთული სამუშაო გრაფიკის მქონე მედიცინის წარმომადგენლების განტვირთვა და თავგანწირვით შრომისათვის მადლიერების გამოხატვაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო ცენტრების მენეჯერებსა და მედიცინის მუშაკებთან ერთად კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.




