მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, პანდემიით შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებების მიუხედავად, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზის ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბანში. პროექტის ღირებულება 315 668 ლარს შეადგენს; პროექტის 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 268 703 ლარი, 2022 წლის – 46 965 ლარი;
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული შემდეგი პროექტები:
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება; ზემო სორტის უბნის ასფალტირება;
ნაფეტვარიძის ქუჩაზე; ჭავჭავაძის ქუჩაზე – სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია;
ბელიაშვილის ქუჩაზე; კანკიას ქუჩის პირველი შესახვევში – გზის ასფალტირების სამუშაოები;
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – რკინიგზის გასწვრივ – საავტომობილო გზის ასფალტირება;
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება.
სამუშაოებს სს ,, არქეოპოლისი” აწარმოებს.




