სრულიად საქართველოს მოძრაობა “ხსოვნა” განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს მოძრაობა “ხსოვნა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:
“საქართველოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის გვყვავდა ქვეყნისთვის სამაგალითო თავშეწირული მამულიშვილები! სახელოვანი და უსახელო გმირები,რომელთაც საკუთარი სიცოცხლე უშურველად გაიღეს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,სამარლიანობისათვის და დამოუკიდებლოსათვის! რათა ჩვენს მომავალ თაობას ეცხოვრა დამოუკიდებელ,სუვერენულ სახელმწიფოში!
90-იანი წლები აპოგეა აღმოჩნდა,თანამედროვეთათვის და სამაგალითო თავდადებით თავი შესწირა უამრავმა ღირსეულმა ქართველობამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ამ მხრივ გამორჩეულად გამოკვეთილი ეროვნული გმირები არიან 9 აპრილს დაცემული მამულიშვილები. მოგვიანებით ზუგდიდში დაფუძნდა მოძრაობა „ხსოვნა“ თავშეწირულ მამულიშვილთა უკვდავასაყოფად! 1993 წელს დევნილობიდან დაბრუნებულმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ განაცხადა რომ: მოძრაობა „ხსოვნამ“ უნდა მოიცვას სრულიად საქართველო!
ჩვენი მოძრაობისთვის განსაკუთრებულ საპატივსაცემო ადგილს წარმოადგენს, თბილისში,მთავრობის სასახლის წინამდებარე მოედანი,სადაც 1989წ 9 აპრილს ჩვენმა გმირებმა,საქართველოს დამოუკიდებლობისათვის სიცოცხლე შესწირეს!
1991 წ 22 დეკემბერს, ქართველი იუნკრების მსგავსად დამოუკიდებლობის და ეროვნული ხელისუფლების დასაცავად იმპერიალიზმის ტყვიებს შეეწირა სახელოვანი მამულიშვილები!
უკანასკნელ წლებში, მთავრობის სასახლის მოედანი არა ერთ გზის გამხდარა,ყოვლად მიუღებელი ეგზალტირებული ხალხის თავშეყრის ადგილად,რომელიც დღემდე გრძელდება! ეს არის შეურაცყოფა ნებისმიერი პატრიოტის,აქედან გამომდინარე სრულიად საქართველოს მოძრაობა „ხსოვნა“ მოვითხოვთ, მთავრობის სასახლის წინამდებარე მოედანი არ იქცეს საპროსტეტო აქსიის პოლიგონად და ნებისმიერ დროს, თითოეულ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა 9 აპრილის მემორიალთან მისვლისა და პატივის მიგება ეროვნული გმირებისთვის!”-ნათქვამია განცხადებაში.




