ზუგდიდში 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროცესს ზუგდიდის N1 და მე-12 საჯარო სკოლებში, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელიაი გაეცნენ.
პროექტით გათვალისწინებულია სკოლების სრული რეაბილიტაცია, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.




