ზუგდიდის ცენტრიდან მოპარული, თურქი ბიზნესმენის მანქანა იპოვეს

თურქი ბიზნესმენის ავტომანქანა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ცენტრიდან მოიპარეს, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.
STV -ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მანქანის ნაწილებად დაშლასა და სარეალიზაციოდ ოკუპირებულ აფხაზეთში გადატანას აპირებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია 3 პირი.




