ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გალელი ექთანი გარდაიცვალა

სასტუმრო ,,ანაკლიაში”, სადაც საკარანტინო სივრცეა განთავებული ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ექთანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონს გულის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. საკარანტინო სივრცეში ის შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს.მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებსა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.




