სენაკის მუნიციპალიტეტში COVID 19 -ის ვაქცინის 360 დოზა მიიღეს

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, COVID 19 -ის ვაქცინის 360 დოზა მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში განათავსეს.
ვაქცინაციის სამზადისს დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.
COVID-19 -ის ინფექციის შესაჩერებლად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ვაქცინაცია ეროვნული გეგმის მიხედვით განხორციელდება.
პირველ ეტაპზე განსაზღვრულია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.
სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია 17 მარტიდან დაიწყება.




