სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად გაეცნენ.
სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დაიწყო.
სააღმზრდელო პროცესის განახლებას წინ უსწრებდა მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
ასევე, ეტაპობრივად განხორციელდება სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომსახურე პერსონალის ტესტირება.




