მეუფე გრიგოლი: მეუბნებიან, რომ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ჩვენთვის მეუფე არის პეტრე

დღეს ეპარქიაში კრიზისია და როგორც ექიმი მინდა გითხრათ რომ ასეთი დაზიანებული ეპარქია როგორც ფიზიკურად სულიერად და ფსიქიკურად ასე დაზიანბული არსად არ მინახავს. ეს განცახდება ჭყონდიდის ეპარწიის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას გააკეთა.
“2019 წელს სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოვედი. აქ სამწუხაროდ დამხვდა სიტუაცია, რომ ეპარქიის მღვდელმთავრებისა და მრევლის ნაწილმა ვერ მიმიღო. სამწუხაროა რომ ამ ეპრქაიში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ ერთმანეთს არ ესალმებიან. ერთამნეთს არ ულოცავენ დღესასწაულებს. ეს გადაბარება რაც იყო ეკონომიური მაგრამ სულიერი არ იყო. დამჭირდა ეს პერიოდი და დრო, მაგრამ სამწუხაროდ ეს აგრესია დღემდე არის. მეუფე პეტერე აქ მოღვაწეობდა 14 წელი და დრო და წლები დასჭირდება რათა განიკურნოს ეს აგრესია”,- განაცხად გრიგოლ კაციამ.
კითხვაზე რას გულისხმობს აგრესიაში. მეუფემ უპასუხა რომ ეპარქიაში კრიზისია და ერთმანეთს გადაკიდებულია როგორც მრევლი ასევე სასულიერო პირები. გრიგოლ კაცია მოუწოდებს მათ ერთმანეთს აპატიონ რაც ცუდი იყო დარჩეს წარსულში.
“მეუბნებიან შენ ადამიანი კარგი ხარ მაგრამ ჩვენთვის მეუფე არის პეტრე. მე ვამბობ და ვაფასებ რომ ისინი არიან ერთგულები, მე მათ სულ ვეუბნებოდი გინდათ მიულიცეთ მას ანგელოზის დღე სხვა დღესასწაულები გქონდეთ ურთიერთობა. მეუფე პეტრე რამდენჯერმე აქაც ჩამოვიდა მაგრამ ჩემი ლმობიერი დამოკიდებულება ბოროტად გამოიყენეს და მე მლანძღეს ისევ”,- აღნიშნა მან.
დღეს გრიგოლ კაცია ეპარქიის მრევლს გამოემშვოდობა და წირვა აღავლინა. მან ეპარქიის ახალ მიტროპოლუტს მეუფე სტეფანეს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს

ირაკლი ჩიქოვანი: დღესაც რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა


