სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობის პროცესი სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესი.
ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 60 აღსაზრდელს მოემსახურება.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სენაკში ასევე შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღი.
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
გამოცხადდა ტენდერი N3 ბაგა-ბაღის მშენებლობაზე, რომლის დასრულების შემდეგ მასშტაბური სამუშაოები დაიწყება.
ასევე იგეგმება N7 საბავშვო ბაღის მშენებლობა.




