ფოთში, COVID -19-ის 29 ახალი და ერთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

- ფოთში, COVID -19-ის 29 ახალი და ერთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, 70 წლის მამაკაცს კორონავირუსი 6 დეკემბერს დაუდასტურდა, პაციენტი, სტაციონარულ მკურნალობას ქობულეთის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.
„სულ ამ პერიოდისათვის ქ. ფოთში აღრიცხულია 3 243 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 711 პაციენტი, გარდაცვლილი -15, აქტიური პაციენტი 517 , მათ შორის სტაციონარშია 56 , კარანტინში 17, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ — 444. თვითიზოლაციაზეა 370, ახალი შემთხვევის კონტაქტი 30. ტესტირება ჩაუტარდა 99 პიროვნებას, მათ შორის ახალი შემთხვევის 11 კონტაქტს. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.




