ზუგდიდის მერია ადგილობრივ ლელა დოჩიას ეხმარება

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, დარჩელში, ლელა დოჩიას ოჯახში იმყოფებოდნენ და პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები გადასცეს.
ლელა დოჩიას მეუღლე გარდაეცვალა და შვილს მარტო ზრდის. მუნიციპალიტეტის მერიისგან, აღნიშნული ოჯახი სოციალური პროგრამებით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს. მას საკვები პროდუქტები არა ერთხელ გადაეცა.
ლელა დოჩიას მომავალ წელს, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნება, რის შედეგადაც მისი საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.




