ამ წუთებში ხანძარია ყულევის ნავთობტერმინალთან ახლოს

- მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ხანძარს აქრობენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში.
ხანძარი გაჩნდა ყულევის ნავთობტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს. ხანძარს 9 ერთეული სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს, რადგან ხანძარს თან ერთვის ძლიერი ქარიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.




