სამეგრელოში კორონავირუსის 325 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 კი გარდაიცვალა

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით covid 19 ის 325 შემთხვევა დაფიქსირდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სხელმწიფო რწმუნებილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათი ცნობით, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს 147 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის 100 საშუალოდ მძიმე, მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმე და 1 კრიტიკული.
სენაკში არსებულ სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 8 და მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალი კი 30 პაციენტი იმყოფება, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება კი 123 ადამიანი იმყოფება.




