სოფელ ანაკლიასთან, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ხანძარია

- ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ანაკლიასთან, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან შორს იყო და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობდა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.







