2023 წელს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი თბილისთან და ბათუმთან ერთად ფოთი იქნება

- უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
” ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირს, თბილისთან და ბათუმთან ერთად ჩვენი ქალაქი, ფოთი უმასპინძლებს. ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემს ფოთელებს ამ დიდ წარმატებას და ისტორიულ დღეს! ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და ჩვენს ქალაქში ნიშნავს ფეხბურთის განვითარებას, ჩვენი ახალგაზრდებისთვის დიდ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებს სპორტის სფეროში. მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გაწეული მუშაობისთვის”- განაცხადა ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ.
16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია ვიზიტორებისთვის მარტვილის კანიონი იყო


