თბილისის აქციიდან ჩამოსულ ნაციონალების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს კოვიდი დაუდასტურდათ

- თბილისში გამართული აქციიდან ზუგდიდში დაბრუნებულ ნაციონალების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
გართულებული ეპიდვითრების პირობებში, თბილისში გამართული აქციების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებს კორონავირუსი უდასტურდებათ. თბილისში გამართულ აქციაზე დაინფიცირდნენ ზუგდიდიან ჩასული პარტიის ადგილობრივი ლიდერი და აქტივისტები.
“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას, მის მეუღლეს დარეჯან გაბედავას, პარტიის ადგილობრივ წევრს მაია კალანდიას და კიდევ რამდენიმე აქტივისტს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სანამ ეს ფაქტი Region News-ისთვის ცნობილი არ გახდებოდა ენმ-ს მაჟორუტარობის კანდიდიატი, პროფესიით ექიმი მალხაზ ჯალაღონია კოვიდდადებითობას მალავდა. მთვარი პრობლემა ის იყო, რომ შტაბის წევრების ინფიცირებას ხელი არ შეეშლა კვირას დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდან წამსვლელებისთვის.
მალხაზ ჯალაღონია ადრე გაკეთებულ განცხადებებში აქციების გამართვის გამო კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავდა, დღეს მისი პოზიციის მოსმენა ვერ შევძელით, ჯალაღონია მედიასთან არ კონტაქტობს.
ნაციონალური მოძრაობიდან ჩვენი წყაროს ცნობით, პირები, რომლებიც მათთან კომუნიკაციაში იყვნენ და სავარაუდოდ სიმპტომები მალე გამოუვლინდებათ თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასწრებას მაინც აპირებენ. დადგენილი წესებით კი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს.





