ედიშერ თოლორაია: მომეცა შესაძლებლობა მე-10-ე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გამოვიყენო

- მეხცრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ზუგდიდის უკვე ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია მეათე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდება. ამის შესახებ დღეს, ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. ედიშერ თოლორაიამ სოციალურ ქსელში სტატუსი რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, „ქართული ოცნების“ გუნდის დნობის გამოხატვისთვის. მიუხედავად პანდემიის გამო გამოწვეული მდგომარეობისა, თქვენ თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებელი გამოაბლინეთ. 31 ოქტომბრის არჩევნები, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. საზოგადოებამ კვლავაც უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულ ოცნების“ გუნდს.
პირველივე ტურში მიღებული შედეგიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დაფიქსირებული პროცენტული მაჩვენებელი გვაძლევს მთავრობა დავაკომპლექების შესაძლებლობას. მინდა, ამ გამარჯვებაში მონაწილე თითოეულ ადამიანის მიმართ გამოვხატო მადლიერება. სწორედ, ქართველი ხალხის აქტიურობის და სწორი არჩევანის მეშვეობით, მომეცა შესაძლებლობა მე-10-ე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გამოვიყენო. მოგეხსენებათ, ზუგდიდში გვაქს მეორე ტური, დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ და ხმას მისცემენ ღირსეულ ზუგდიდელს, ირაკლი ჩიქოვანს.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

დავით კოდუა: ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე


