“ევროპული საქართველოს” წალენჯიხის ორგანიზაცის თავმჯდომარე არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარტიას ტოვებს

“ევროპული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა. გიორგი აბულაძის თქმით, “ევროპულ საქართველოს” 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა წალენჯიხაში.
პარტიის დატოვების მიზეზად კი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მხრიდან არჩევნების წაგების შემთხვევაში შესაძლო არეულობას ასახელებს.
აბულაძის თქმით, არ სურს ამ პროცესის მონაწილე გახდეს, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიიღო.
მისი თქმით, არც ერთ პარტიასთან არ გეგმავს თანამშრომლობას.
მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს

სანდრა რულოვსის ზუგდიდური პრობლემები და ფიასკო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე


