ესებუების სახლში 2 საათზე მეტია სამართალდამცველები მუშაობენ

- ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის წევრები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც. მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
სავარაუდოდ, განცხადება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.



