ბადრი ესებუას ოჯახში აცხადებენ რომ ის უდანაშაულოა და თბილისში ავადმყოფობის გამო იმყოფება

- “საქართველოს ბანკზე” სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ოჯახში აცხადებენ, რომ მათი შვილი უდანაშაულოა და ამბები მხოლოდ გარკვეული წრის ადამიანების მიერ არის შეთხზული და მოგონილი. ჟურნალისტებთან კონტაქტზე ბადრი ესებუას ძმა და მამა გამოდიან. ისინი ვრცელი კომენტარებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბადრი იმ მომენტში, როცა ყაჩაღობა მოხდა სახლში იმყოფებოდა.
“ეს არის სიცრუე და სიმართლესთან არანაირი კავში რი არ აქვს. ჩემი შვილი იმ მომენტში, როცა თავდასხმა მოხდა სახლში იმყოფებოდა”-აცხადებს სავარაუდო თავდამსხმელის მამა.
მისივე განმარტებით აჟამად ბადრი ესებუა სახლში არ იმყოფება რადგან ავადმყოფობს და სამედიცინო გასინჯვებზე თბილისში გაემგზავრა. სხვა დეტალებზე ოჯახის წევრები პრესასთან არაფერს ამბობენ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს


