ხობში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

- ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგისა და ქალაქ ხობის დამაკავშირებელი 10- კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გზის შეკეთების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. გზის კეთილმოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 983 ათას ლარამდე დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „New Road” აწარმოებს.




