სამეგრელოში გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევიდან 9 ზუგდიდში დადასტურებულია

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით covid 19 -ის 17 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 9 შემთხვევა ზუგდიდია, მათ შორის არის 7 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტია, რომელიც არსად არ მუშაობს და დიასახლისია.
ამ წუთებში კი მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 3 შემთხვევა ფოთში დაფიქსირდა და ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან (კონკრეტულად მედდა). 5 კი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია – მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის მაშტაბით მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან 5 ზუგდიის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი.




