სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით Covid 19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით Covid 19 ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.როგორც სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიამ განაცხადა.
7 შემთხვევა ზუგდიდშია, შვიდიდან 3 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია, 3 გორგიას დარაჯის კლასტერის კონტაქტია, ხოლო ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის კონტაქტია. რაც შეეხება დანარჩენ სამს, 3 შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, მათგან 1 შემთხვევა უკავშირდება მედ. პერსონალის კონტაქტს, 2 შემთხვევა კი კვლევის პროცესშია.
“მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 180 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი”,-აცხადებს სამეგრელო-ზემო სავანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი.




