სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

- რეგიონის მასშტაბით გატესტილი 776 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 3 ხობელი მძღოლის კონტაქტი, 2 კი გუშინ, ასევე ხობში განოვლენილი პაციენტის კონტაქტია. დარჩენილი ორი კი წალენჯიხელია და ადრე დადასტურებული პაციენტის კონტაქტები არიან.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 13 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 67 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრელდა 11 მოქალაქე რუხის კლინიკაში.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 165 ადამიანი.




