სამეგრელოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

- სამეგრელოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა.
“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 652 ტესტი, აქედან გვაქვს 15 დადებითი პასუხი, მათგან 6 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 ხობის შემთხვევა გვაქვს, 3 არის სენაკის უკვე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები და ისინინ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში.
5 არის ზუგდიდის შემთხვევა, რომელთგან 1 არის ოქროს ბირჟის კონტაქტი, 4 კი არასრულწლოვანია, რომლებსაც უკვე დადასტურებულ შემთხვევასთნ ქონდათ კონტაქტი. ეს სკოლის მოსწავლეები არიან ქალაქის სკოლის მოსწავლეები, შესაბამისად ვიცი რომ ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად და ისინი არ დადიოდნენ სკოლებში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 101 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 76 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 158 ადამიანი”,-ამბობს მალხაზ თორია




