1 ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში

- განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, დისტანციური ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მისივე განმარტებით, უნივერსიტეტებში, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უწყება მოგვიანებით გაასაჯაროებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.
გორსა და ფოთში აქამდე დისტანციური ფორმატი იყო და პირველ ოქტომბერს ყველა მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე შეხვდნენ სპეც. მასწავლებელს.
ხოლო, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურად, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
“სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, დარეგისტირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში, წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს [ვიდეო]

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა


