ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში – მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

- ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეების თქმით, მათ ბაზრის მენეჯერი დაუკავშირდა და ბაზრის დაკეტვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რასაც უკმაყოფილება მოყვა.
როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და თუ კი ბაზარს დაკეტავენ ლუკმა პურის გარეშე დარჩებიან. მოვაჭრეებს ფოთის მერიის წარმომადგენელი შეხვდა და გავრცელებული ინფორმაცია ბაზრის დაკეტვასთან დაკავშირებით უარყო.
მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.




