მიხეილ სააკაშვილს კოალიციის, “პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების” არ ჯერა

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიული კოალიციის — არა. ამის შესახებ სააკაშვილმა TV Pirveli-ს ეთერში ისაუბრა.
“მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს უმრავლესობას, ან საქართველო დაიღუპება. იგი, ასევე, ამბობს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ იქნება “ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა”, სადაც შეიძლება სხვა პარტიებიც იყოს.
მსგავსი სიახლეები

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს


